მთავარი facebook news გართობა ჭორ news ბლოგი ხელოვნება მოდა ეს საინტერესოა მსოფლიო
ექსკლუზივი სოციუმი კულინარია გადაცემები პოლიტიკის გარეშე პროექტები ჯანმრთელობა თავისუფალი გევრდი სპორტი
03:35 14 February 2018 1199
მასკი მსოფლიოსთვის უფასო WiFi-ის პროექტს იწყებს

SpaceX მთელი დედამიწისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდებას კოსმოსიდან გეგმავს.

სამი წელია, ელონ მასკის კომპანია SpaceX Starlink-ის პროექტზე მუშაობს. კოსმოსში Tesla-ს მანქანის გაშვების შემდეგ მალევე კომპანიამ განაცხადა, რომ 17 თებერვალს დედამიწის ორბიტაზე პირველ სატელიტებს გაუშვებენ. microsat 2a და 2b შემოწმება წარმატებით გაიარეს და კალიფორნიის  აერობაზიდან მათ ორბიტაზე რაკეტა Falcon 9 წაიღებს.

2017 წელს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა პატრიცია კუპერმა თქვა, რომ პროექტის ფარგლებში, პროტოტიპების საცდელი გაშვება 2018 წელს შედგებოდა. პირველი სატელიტები 2019 წლიდან ამოქმედდება. გეგმის მიხედვით, 2024 წლისთვის პროექტი სრული დატვირთვით ამუშავდება. SpaceX ორბიტაზე 4 425 სატელიტის გაშვებას გეგმავს.

ამჟამად დედამიწის გარშემო სულ 1 500-მდე სატელიტი დაფრინავს.

 

www.liberali.ge

http://bulvar.ge http://bulvar.ge http://bulvar.ge

ყველა საავტორო უფლება დაცულია © 2018

წყაროს მითითების გარეშე, მასალას გამოყენება გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას