მთავარი facebook news გართობა ჭორ news ბლოგი ხელოვნება მოდა ეს საინტერესოა მსოფლიო
ექსკლუზივი სოციუმი კულინარია გადაცემები პოლიტიკის გარეშე პროექტები ჯანმრთელობა თავისუფალი გევრდი სპორტი
03:25 14 February 2018 1619
საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება

საგაზაფხულო არდადეგები საქართველოს საჯარო სკოლებში 2018 წლის 8 მარტს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროს საიტზე ვრცელდება.

მინისტრის ბრძანებით დადგენილი, სასკოლო არდადეგების განრიგი იქნება: საგაზაფხულო არდადეგები –  8 მარტი -15 მარტი; ზაფხულის არდადეგები  – 15 ივნისი – 15 სექტემბერი

რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღს, სხვადასხვა საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის, განსხვავებულია. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს.

განსაზღვრულია, რომ თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

მე–2–დან მე–11 კლასის ჩათვლით კი სასწავლო პროცესი დასრულდება 15 ივნისს.

http://bulvar.ge http://bulvar.ge http://bulvar.ge

ყველა საავტორო უფლება დაცულია © 2018

წყაროს მითითების გარეშე, მასალას გამოყენება გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას