მთავარი facebook news გართობა ჭორ news ბლოგი ხელოვნება მოდა ეს საინტერესოა მსოფლიო
ექსკლუზივი სოციუმი კულინარია გადაცემები პოლიტიკის გარეშე პროექტები ჯანმრთელობა თავისუფალი გევრდი სპორტი

BULVAR.GE

01:57 13 September 2017 2117
13 სექტემბერს თბილისის რამდენიმე რაიონს გაზის მიწოდება შეეზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 13 სექტემბერს, 00:00 საათიდან, “ყაზტრანსგაზ-თბილისის” აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, კრწანისის რაიონში შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალაში მდებარე კორპუსების, ღოღობერიძის, ჟორდანიას, ლომინაძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას, შავნაბადის მიმდებარედ – სოფელი თელეთის ახალ დასახლებას, სოფელი კრწანისის, სოფელი ფონიჭალის, გიგანტის და სვანების დასახლების კერძო სექტორის მოსახლეობას, რუსთავის გზატკეცილის, სადგურის ქუჩის საცხოვრებელი კორპუსების, მარნეულის ქუჩის და რუსთავის გზატკეცილის კერძო სექტორის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში: სოფელი წავკისის, წავკისის აგარაგების, ჩერონის, სოფელ ტაბახმელაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს, კიკეთის და ბეთანიას მოსახლეობას.

ვაკის რაიონი: დაბა წყნეთის, სოფელ ახალდაბაში მცხოვრებ მოსახლეობას და ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომუნალურ, კომერციულ და საბიუჯეტო ორგანიზაციებს: რუსთავის გზატკეცილზე შპს “Glass work”, შპს „ავზი 94“, შპს „ბერიკა“, შპს „ქლინთექ“, შპს „ელთა“, შპს „არჯევანი“, შპს „ფი-ემ-ჯი“, შპს „ჯი-ემ-პი“, შპს „კალიან ჯორჯია“, შპს „არქიტრავი“, შპს „ნუტრიმაქსი“, შპს „მეგობრობა“, შპს „ვასაძის პური“, შპს „4მ+“. შპს „აგრო ჯგუფი“, შპს „თეთრი დათვი“, შპს „ფარსა“, შპს „ვიმ ბილდან საქართველო“, შპს „ფორტროუზ-ჯორჯიან“, შპს „სეზა სამშენებლო მრეწველობა“, შპს „საბუდარა“, კერძო პირი წიქარიშვილი, სასჯელაღსრულების VI დაწესებულება, თავდაცვის სამინისტროს ობიექტი ( კრწანისი იალღუჯის საწვრთნელი ბაზა ) შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელი ბაზა, პრობაციის სასწავლო ცენტრი, „უსინათლოთა საზოგადოება“, შპს „აღმაშენებელი 1“, შპს „მიკროპრიმი“, შპს „ტატო“, თელეთის გაზგასამართი სადგური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, წავკისში – შპს „მედგრუპ ჯორჯია“, შპს „წავკისის ველი“, წყნეთში – შპს „წყნეთის კოპალა“, შპს „ველაჯიო“, სს „სმარტ რითეილი“, კიკეთში – იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი და სხვა. გაზის მიწოდება აღდგება 14 სექტემბერს, 10:00 საათიდან ეტაპობრივი სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს

“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.

http://bulvar.ge http://bulvar.ge http://bulvar.ge

ყველა საავტორო უფლება დაცულია © 2017

წყაროს მითითების გარეშე, მასალას გამოყენება გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას