მთავარი facebook news გართობა ჭორ news ბლოგი ხელოვნება მოდა ეს საინტერესოა მსოფლიო
ექსკლუზივი სოციუმი კულინარია გადაცემები პოლიტიკის გარეშე პროექტები ჯანმრთელობა თავისუფალი გევრდი სპორტი
02:17 14 January 2018 1347
ამერიკაში სტილისტი ცუდი ვარცხნილობის გამო დააკავეს

ვისკონსინის შტატში პოლიციამ 46 წლის სტილისტი დააპატიმრა, მას შემდეგ, რაც მან თავის კლიენტს არასასურველი ვარცხნილობა გაუკეთა, რომლითაც 1900-ანი წლების დასაწყისის ამერიკელ კომედიანტს, ლარი ფაინს, დაამსგავსა.

პოლიციის განცხადებით, დაზარალებულმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ სტილისტმა მას რამდენჯერმე ელექტრონული თმის საჭრით ყურიც გაუკაწრა, შემდეგ კი, საპარსი მთელ თავზე ჩამოუსვა:

"მან ისეთი საშინელი ვარცხნილობა გამიკეთა, რომ ფილმის სამი იდიოტის მსახიობს, ლარის ვგავდი"- ამბობს 22 წლის დაზარალებული.

სტილისტი საბოლოოდ უდანაშაულოდ სცნეს და გაათავისუფლეს. მისი თქმით, ვარცხნილობა შემთხვევითობა იყო და არა წინასწარ განზრახული დანაშაული.

დაზარალებული სხვა სტილისტთან წავიდა და თავი მთლიანად გადაიპარსა.

http://bulvar.ge http://bulvar.ge http://bulvar.ge

ყველა საავტორო უფლება დაცულია © 2018

წყაროს მითითების გარეშე, მასალას გამოყენება გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას