მთავარი facebook news გართობა ჭორ news ბლოგი ხელოვნება მოდა ეს საინტერესოა მსოფლიო
ექსკლუზივი სოციუმი კულინარია გადაცემები პოლიტიკის გარეშე პროექტები ჯანმრთელობა თავისუფალი გევრდი სპორტი
03:35 10 February 2018 2426
ნარკოტიკი ალკოჰოლი და სექსი (ნაწილი 2)

"აუ პლანზე სექსი რა მაგარია" "აუ კოკაინზე სექსი რა მაგარია" ჰეროინზე ? კრეკზე? სხვა უფრო ძლიერზე რას იყვით? ნარკოდამოკიდებულება ძალიან სერიოზული პრობლემაა. როგორც ადამიანი, რომელსაც ყველაფერი გაუსინჯავს (ბოდიში, მსოფლიოს შემოქმედებითი გაცნობიერების მიზნებით), გეტყვით, რომ ნარკოტიკიდან არ "ჩამოდიან". ნარკოტიკი ცხოვრების სტილია. გამონაკლისი არის ის კლასი,რომელსაც მუდმივად აკონტროლებენ ორგანოები და სამსახურეობრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, "ფხიზლობენ". და კლასი, რომელიც არ სვამს, არ ეწევა და ნარკოტიკს არ მოიხმარს- კლასი, რომელსაც არ გააჩნია ჯანმრთელობისთვის საზიანო დამოკიდებულებები, ირჩევს თავისუფლებას. უსუსური "პლანიდან" "ჩამოსვლა" არ არსებობს. შემედავეთ. როდის იყო,რომ შეგთავაზეს და უარი თქვით? ფაქტია, რომ მთელი მსოფლიოს პრობლემაა ნარკოტიკი და მსოფლიო ებრძვის. მიუხედავად საზოგადოების "ლიბერალების" პროპაგანდისა, ნარკოტიკის "სასარგებლო" მხარეებზე, ნარკოდამოკიდებული ადამიანის ორგანიზმი სუსტია და უფრო მიდრეკილი ნებისმიერი ავადმყოფობის მიმართ. იგივე მარიხუანის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ, პასიური და აქტიური ფსიქოზი იჩენს თავს და პაციენტი კვლავ თავის მეგობარ მარიხუანას უბრუნდება. სექსის ეფექტებს არ აღვწერ- სექსი ნარკოტიკის ქვეშ თქვენი ქვეცნობიერი ფანტაზიების კორიანტელია. "დურმანი- ხელოვნებაა სიკვდილის მოყვარულთათვის, თამაშია- ვიყოთ არ ვიყოთ..თუმცა თითოეული ფიქრობს, ყოველ ჯერზე, გაფრენისას, რომ ეს გაფრენა- მოკლევადიანია. არა, მეგობრებო. ნამდვილმა მცოდნემ იცის, რომ ყოველი ჯერი, როგორც უკანასკნელია, მიფრინავ და არ იცი, თუ დაბრუნდები? ამიტომაც ცხოვრებაც უფრო მშვენიერი ხდება, ქალებიც- უფრო ლამაზები,მამაკაცებიც - უფრო სასურველები და დედამიწაც იქ,სადღაც, შორს, ფეხებქვეშ რჩება, სხეული და სული მიფრინავს და ისე არ გინდა, დაბრუნება..მაგრამ უცბად...ბრრრ...კედლებიც იგივე ფერისაა,ქალაქიც იგივეა, ირგვლივ- ნაცნობი სახეები, იგივე,შენნაირი იმედგაცრუებით მათ სახეებზე...და უნდა გააგრძელო ცხოვრება...და იმისთვის,რომ არ იდარდო ძალიან- ათასში ერთხელ მაინც მიეძალები და ჩაყლაპავ დურმანს...და ისევ -გაფრინდები...და ჩერდება დრო, და სიყვარული გინდა, და გიყვარს, და უყვარხარ ყველას, და ყველაფერი ისეთი შეყვარებულ-არამატერიალურ-შენელებულია მიწიერი ცხოვრების არამიწიერ უმაღლეს კლასში" ("ჯოკერი"ავტორისგან). ნარკოტიკი- ნებისმიერი კლასის და კატეგორიის- სიკვდილთან თამაშია. შეიძლება, მოგეწონოთ ეფექტი სექსის,ნარკოტიკის თანხლებით, მაგრამ შეიძლება მოკვდეთ. ან უცბად, გაცნობიერებით, რომ კვდებით ან ნელ-ნელა, მეხსიერების და რეალური სიამოვნების შეგრძნებების დაკარგვით. იმიტომ, რომ ყველა ნარკოდამოკიდებული ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი,როდესაც ილუზია, რომელიც აძლევს რეალობიდან გაქცევის საშუალებას, ხდება საყვარელ ადამიანებზე,საყვარელ საქმიანობაზე, ცხოვრების ყოველდღიურობაზე მნიშვნელოვანი და სხვა დანარჩენი - რეალობის სახე- მონსტრისეულ არსებობად იქცევა. სექსი კი უბრალოდ აღარ შეგიძლიათ. და სურვილიც ქვეითდება. 

ყველაზე მაგარი სექსი სიყვარულზეა დამყარებული. ყველაზე მაგარი ჩვევა,რომელზეც საუბარი საზოგადოებაში ცუდ ტონად არის მიღებული, ეს არის ჩვენი, ადამიანების ინსტინქტი, რომელმაც მოგვცა საშუალება,ვიყოთ, ვიარსებოთ, ვიცხოვროთ დღეს და აქ, ვუყუროთ ერთმანეთს თვალებში და გვიყვარდეს ერთმანეთი,ვაძლევდეთ ერთმანეთს აღმაფრენის შესაძებლობას, სიყვარულით, რომელიც ორი ადამიანს შორის სურვილით ჩნდება-გააბედნიეროს მისთვის საყვარელი ადამიანი. და რატომღაც, მავნე ჩვევებით,როგორიცაა ალკოჰოლი, ნარკოტიკი - ამ არაჩვეულებრივი აღმაფრენის ჩანაცვლებას გვთავაზობენ ისინი,ვისაც სიყვარული დიდი ხანია, დაავიწყდათ ან არასოდეს უგრძვნიათ. შევეცადოთ, ვიპოვოთ აღმაფრენა, დურმანი, შთაგონება- ერთმანეთში. რა, თუ არა სიყვარულზე დაფუძნებული სექსი, რომელიც ამოძრავებს მსოფლიოს და ჩვენი სიყვარულის ნაპერწკლებს ჩვენს შვილებად აქცევს, შეიძლება იყოს ჩანაცვლებადი მოკლევადიანი ან უცაბედი სიკვდილის გზაზე მდგარი მავნე ჩვევებით. სექსი, რომელიც ასევე, მავნე ჩვევად, სირცხვილად და ცოდვად აქცია მავანმა, სიყვარულის სექსად გაყიდვით.

გისურვებთ ორგაზმიულ შაბათ-კვირას შემდეგი თემა: მეძავობა

http://bulvar.ge http://bulvar.ge http://bulvar.ge

ყველა საავტორო უფლება დაცულია © 2018

წყაროს მითითების გარეშე, მასალას გამოყენება გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას