მთავარი facebook news გართობა ჭორ news ბლოგი ხელოვნება მოდა ეს საინტერესოა მსოფლიო
ექსკლუზივი სოციუმი კულინარია გადაცემები პოლიტიკის გარეშე პროექტები ჯანმრთელობა თავისუფალი გევრდი სპორტი

BULVAR.GE

03:50 08 September 2017 5949
რას ვაკეთებთ გრძნობების გასაღვიძებლად

რა ვქნათ, როცა გრძნობები ცივდება, პარტნიორის მხრიდან? როგორ "შევათბოთ" გრძნობები? რამდენიმე მარტივი რჩება, რომელშიც ვარიაციები და ინტენსივობა თქვენი ასარჩევია: დავაბრუნოთ ასოციაციები. სიყვარული და ვნება ავადმყოფობაა, ვირუსივით ბრუნდება. შევახსენოთ პარტნიორს, ბედნიერი მომენტები. ქალებმა, ჩავიცვათ ის ტანსაცმელი, რომელიც ჩვენს მამაკაცს განსაკუთრებით მოსწონდა, ადრე. სუნამო - აცოცხლებს გაქცეულ მომენტს. ისევე, როგორც მუსიკა. გაიხსენეთ პარტნიორის საყვარელი სიმღერები. მამაკაცებო, ბევრ ქალს სტაბილურობა უყვარს. ცივი ხომ არ მოეჩვენეთ თქვენს ქალბატონს და სხვისკენ ხომ არ გაექცა თვალი? დაქალები ხომ ათასგვარი სისულელეთი იწონებენ თავს... გაიხსენეთ ყვავილების და საჩუქრების პერიოდი, მოიქეცით ახალი შეყვარებულივით. ხშირად უყურეთ თვალებში, შეეხეთ უნებლიედ. ეფლირტავეთ. წაიყვანეთ კინოში- აკოცეთ კინოში, მოეფერეთ სიბნელეში, იყავით ვნებიანი; წაიყვანეთ თეატრში მთელი ცერემონიებით, ვახშმით; გადით პიკნიკებზე; მოუწყვეთ სიურპრიზები.. ლოგინში სცადეთ ახალი ექსპერიმენტი-თუ არის რამე, რაც ქალის გულგრილობამდე არ გაგიკეთებიათ, გეცადათ ახლა, აღარ იფიქროს, რომ სხვა მისცემს იმას, რაც თქვენ დააკელით იქამდე. შეავსეთ ქალის ყველა სურვილი, იქეცით ჭურჭლიდან გადმოსულ წყლად. არ იყოს ფულის ექვივალენტი, იყოს ერთგულების. რასაც ვერ აგრძნობინებს სხვა და გული აქვს ჯერ მოსაგები, თქვენ უპირატესობა გაქვთ, შეძენილი ადრე, უკეთ იცით, რით მოხიბლეთ, რამ შეაყვარა თქვენი თავი. გაიხსენეთ და განაახლეთ. მოიშველიეთ პარტნიორის მშობლებიც, იდეებში და იყოლიეთ თანამოაზრეებად (თუ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ერთად ყოფნა ახარებთ). ქალებო, სახლში ისეთივე ლამაზები და მოვლილები უნდა იყოთ, როგორც გარეთ. ცნობილი გამოთქმის ბოლო ნაწილი - ქალი უნდა იყოს ბოზი ლოგინში, გადაუდებელი სასწრაფოს ტოლფასია, როცა კაცი ცივდება თქვენს მიმართ. იყავით ვნებიანი, შესთავაზეთ ვახშამი გარეთ ან სახლში, არ დაგავიწყდეთ არც ერთ წამს- თუ ეს მამაკაცი თქვენია და არ გინდათ მისი დაკარგვა, უნდა აცდუნოთ. როგორც ევამ აცდუნა ადამი. დადექით ზღვარზე, სიყვარულის დაბრუნება - ომია. მოემზადეთ ომის მოსაგებად ნებისმიერი მეთოდით. თუ კაცი იქცევა წყლად, გახდით მიწა. შეისრუტეთ, დალიეთ,შთანთქეთ მისი სურვილები და ნამად დაუბრუნეთ თქვენს სხეულზე, ვნებისგან.... თუ აგრილდა ურთიერთობა მამაკაცს და ქალს შორის, მიზეზი შეიძლება ძალიან ბანალური იყოს- ბევრი სამუშაო. პრობლემა. შეეცადეთ გაიგოთ პარტნიორისგან და, შესაბამისად, მოემზადეთ. მოუწყვეთ განტვირთვა ან ცდუნება. როგორც შეგიყვარდათ, ისეთი მეთოდებით. მეთოდი არ არის მთავარი,მთავარია პარტნიორში ემოციის დაბრუნება, რომ ძალაუნებურად დაფიქრდეს, რამდენად ახლობელი ადამიანი და მონათესავე სული ხართ მისთვის. ისტერიკები და ეჭვიანობა არ შველის. ღლის ორივე მხარეს. იყავით მომთმენი და ბუნებრივად ალერსიანი. თუ იცით, რომ გღალატობთ, არანაირი გამოძიება. მეტი ძალისხმევა და აქცენტი თქვენს უნიკალურ და განუმეორებელ ურთიერთობებზე. გააღვიძეთ რომანტიული მოგონებები და შექმენით ახალი, უფრო ძლიერი და დაუვიწყარი. გისურვებთ ორგაზმიულ შაბათ-კვირას. შემდეგი თემა- ფარული ფანტაზიები: სვონგერობა და პარტნიორების გაცვლა.

http://bulvar.ge http://bulvar.ge http://bulvar.ge

ყველა საავტორო უფლება დაცულია © 2017

წყაროს მითითების გარეშე, მასალას გამოყენება გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას