მთავარი facebook news გართობა ჭორ news ბლოგი ხელოვნება მოდა ეს საინტერესოა მსოფლიო
ექსკლუზივი სოციუმი კულინარია გადაცემები პოლიტიკის გარეშე პროექტები ჯანმრთელობა თავისუფალი გევრდი სპორტი
06:08 13 February 2018 1110
ირანის ელჩი: საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობა 500 ათასს მიაღწევს

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდიმ განაცხადა, რომ ირანელი ტურისტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ამის შესახებ 1tv წერს.

„შარშან საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ ირანიდან ჩამოვიდა და მათმა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა, ხუთი წლის წინ კი საქართველოში ირანიდან 100 ათასზე მეტი ტურისტიც არ ჩამოდიოდა. სავარაუდოდ, მომავალში ეს რაოდენობა ნახევარ მილიონს მიაღწევს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ირანის არაერთ მოქალაქეს აქვს საკუთარი სასტუმრო. ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად იზიდავს ირანელ ტურისტებს. თუმცა ტურისტების მზარდი რაოდენობა ქართველების მეგობრული და სტუმართმოყვარე ბუნებითაცაა განპირობებული. ირანელ ხალხს უყვარს საქართველო, უყვართ ქართველები“, – განაცხადა ყავამ შაჰიდიმ.

ყავამ შაჰიდიმ აღნიშნა, რომ საქართველო-ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 39%-ით გაიზარდა, რაც, საერთო ჯამში, 182 მილიონ დოლარს აღწევს. 2017 წელს კი საქართველოში ირანიდან არაერთი ინვესტორი ჩამოვიდა.

http://bulvar.ge http://bulvar.ge http://bulvar.ge

ყველა საავტორო უფლება დაცულია © 2018

წყაროს მითითების გარეშე, მასალას გამოყენება გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას