მთავარი facebook news გართობა ჭორ news ბლოგი ხელოვნება მოდა ეს საინტერესოა მსოფლიო
ექსკლუზივი სოციუმი კულინარია გადაცემები პოლიტიკის გარეშე პროექტები ჯანმრთელობა თავისუფალი გევრდი სპორტი
04:32 09 February 2018 1389

ამერიკელმა არტისტმა დანი ლესნაუმ ფოტოსერია Extimité შექმნა, რომელიც მან მინი ფოტოაპარატით გადაიღო, ფოტოაპარატს კი საკმაოდ უცნაური ადგილი შეურჩია, საკუთარი ვაგინა. არტისტთან ინტერვიუ 31 იანვარს ჟურნალ Dazed-ში გამოქვეყნდა.

„მე მინდოდა გადმომეცა ტაქტილური, შოკისმომგვრელი, ხორციელი შეგრძნება ფოტოზე, მე გავეცანი ემი ჰამილტონის შემოქმედებას , ფოტოსესიას Face to Face, რომელიც მან პირის ღრუში მოთავსებული ფოტოაპარატით გადაიღო და მისი წყალობით მივხვდი, რომ მეც შემეძლო ფოტოკამერა ჩემს სხეულთან დამეკავშირებინა“- განაცხადა ლესნაუმ.

აღსანიშნავია, რომ არტისტის მიერ შექმნილი ფოტოსერიის თითოეული კადრი დიდი დაყოვნების ფუნქციის გამოყენებითაა გადაღებული. ამიტომ ისინი დაბურულია და განათებული. გადაღებისთვის ის იყენებდა ხელნაკეთ მინიატურულ აპარატებს - პინჰოლ კამერებს.

„პინჰოლ კამერა ძალიან ადვილი გასაკეთებელია. მას არ აქვს ობიექტივი, ამიტომ საშუალება მომცა რომ მთელი სხეული ფოტოაპარატად გადამექცია.“- აღნიშნა ლესნაუმ. არტისტი ირწმუნება, რომ გადაღების შესახებ თავის პარტნიორებს ყოველთვის აფრთხილებდა.

 

www.newposts.ge

http://bulvar.ge http://bulvar.ge http://bulvar.ge

ყველა საავტორო უფლება დაცულია © 2018

წყაროს მითითების გარეშე, მასალას გამოყენება გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას