მთავარი facebook news გართობა ჭორ news ბლოგი ხელოვნება მოდა ეს საინტერესოა მსოფლიო
ექსკლუზივი სოციუმი კულინარია გადაცემები პოლიტიკის გარეშე პროექტები ჯანმრთელობა თავისუფალი გევრდი სპორტი
04:25 06 February 2018 1127
 ზუგდიდის და ქობულეთის სოფლებს სახელწოდება შეეცვალათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოს სახელწოდება ეცვლება. მთავრობის 2 თებერვლის დადგენილებით გრიგოლიშს ალერტკარი ეწოდება, ხოლო ხინოს ხინოწმინდა დაერქმევა.

მთავრობამ აღნიშნული დადგენილება „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოსცა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გრიგოლიშის ძველი სახელწოდებაა ალერტკარი. გრიგოლიში, ანუ მეგრულ ენაზე „გრიგოლის სოფელი“ ეწოდა ბოლშევიკი გრიგოლ როგავას პატივსაცემად.

http://bulvar.ge http://bulvar.ge http://bulvar.ge

ყველა საავტორო უფლება დაცულია © 2018

წყაროს მითითების გარეშე, მასალას გამოყენება გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას