მთავარი facebook news გართობა ჭორ news ბლოგი ხელოვნება მოდა ეს საინტერესოა მსოფლიო
ექსკლუზივი სოციუმი კულინარია გადაცემები პოლიტიკის გარეშე პროექტები ჯანმრთელობა თავისუფალი გევრდი სპორტი
02:26 05 February 2018 1838
ქართველმა მეცნიერებმა ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს. მისი ავტორი მეცნიერთა ჯგუფია, რომელიც მსგავს პრობლემებზე წლების განმავლობაში მუშაობს. 

როგორც ამბობენ, ეს არის ახალი თაობის მეტად ეფექტიანი წამალი, რომლის შექმნაზეც დიდი შრომა და ენერგია დაიხარჯა. მონდომებამ და თეთრად გათენებულმა ღამეებმა ნაყოფი გამოიღო და შეიქმნა პრეპარატი, რომელსაც "ხსნარი N6" უწოდეს. გვესაუბრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი არჩილ ჭირაქაძე.

არჩილ ჭირაქაძე: - პრეპარატის შექმნაზე 10-კაციანი ჯგუფი მუშაობდა. მსგავსი კვლევები საქართველოში დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ფაროსანას საკითხით პრობლემის გამწვავებისთანავე დავინტერესდით. ინიციატივა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილისგან მოდიოდა. ჩვენს უნივერსიტეტში საამისო ბაზა ნამდვილად არსებობს: აქ დიდი

ხანია მუშაობენ კარგი სპეციალისტები სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის პრობლემებზე, მოქმედებს 3 ლაბორატორია...

ფაროსანა სწრაფად მრავლდება და შეგუების დიდი უნარი აქვს, საქა­რთვე­ლოში მის გასანადგურებლად ბუნებრივი ფაქტორები თითქმის არ არსებობს. 

- ვინ არიან "ხსნარი N6"-ის შემქმნელები­ და იდეის ავტორები? 

- ეს რამდენიმე მეცნიერის იდეაა, მათ თავიანთი ვინაობის აფიშირება არ სურთ, თანაც ამ წამლის შექმნაში იმდენი ადამიანის შრომაა ჩადებული, რომ სწორი არ იქნება რამდენიმე მათგანისთვის მიწერა.

- რისგან არის თქვენი პრეპარატი დამზადებული? 

- ჯერ გეტყვით, "ხსნარი N6" რატომ დავარქვით: სულ 12 პრეპარატის გამოცდა­ მიმდინარეობდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე კარგი ეფექტი მეექვსეს ჰქონდა. როცა დაპატენტდება, ნამდვილ სახელსაც დავარქმევთ. ხსნარი მხოლოდ ბუნებრივი, მცენარეული ექსტრაქტებისგან არის დამზადებული. მოგეხსენებათ, ფაროსანა თითქმის ყველაფერს ჭამს, მაგრამ ზოგ­იერთ მცენარეს არ ეკარება. სწორედ ამ მცენარეებზე დაყრდნობით შეიქმნა "ხსნარი N6", რომელშიც ქიმიური ნაერთები არ შედის. მოასხამთ მას ფაროსანას გავრცელების ადგილას და მწერი განადგურდება, თანაც პრეპარატი მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე. რა თქმა უნდა, მსოფლიოში სხვა ბიოლოგიური პრეპარატებიც არსებობს, მაგალითად, "ბოვერია ბასიანა", რომელიც ზრდასრულ ფაროსანას ვერ კლავს, მაგრამ ახალგაზრდას 100%-იანი შედეგით ანადგურებს. თუ ჩვენ იმ ხანძარსა და საშიშროებას ჩავაქრობთ, რომელიც გვემუქრება, მერე უკვე ამ პრეპარატის გამოყენებაც შეიძლება. უბრალოდ, არ გვსურს ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი იმდენი გამოიყენონ, რომ ამან ეკოლოგიასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე კატასტროფულად იმოქმედოს. ჩვენს ქვეყანაში ატმოსფერო და წყალი ისედაც დაბინძურებულია და ბიფენტრინის დამატება აღარ არის საჭირო. 

- "ბოვერია ბასიანასთან" შედარებით რამდენად ეფექტიანია ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი პრეპარატი? 

- მთავარია, მომწამვლელი არ არის და "ხსნარი N6" თითქმის ისეთივე ეფექტის მომტანია, როგორიც ქიმიური პრეპარატები. დავუშვათ, ქიმიური საშუალების გამოყენებისას ფაროსანას სიკვდილიანობა­ 97%-ია, ამ პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება იყოს 94-95%. ის ფუტკრისთვის ათჯერ უფრო უსაფრთხოა, ხოლო ადამიანისთვის - პრაქტიკულად უსაფრთხო.

 

www.kvirispalitra.ge

http://bulvar.ge http://bulvar.ge http://bulvar.ge

ყველა საავტორო უფლება დაცულია © 2018

წყაროს მითითების გარეშე, მასალას გამოყენება გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას