მთავარი facebook news გართობა ჭორ news ბლოგი ხელოვნება მოდა ეს საინტერესოა მსოფლიო
ექსკლუზივი სოციუმი კულინარია გადაცემები პოლიტიკის გარეშე პროექტები ჯანმრთელობა თავისუფალი გევრდი სპორტი

BULVAR.GE

01:22 12 September 2017 5311

ქუთაისის მერიამ საცხოვრებელი ბინების ეზოებში საჩრდილობების (ფანჩატურების) მოსაწყობად 20 030 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია ფანჩატურების მოწყობის სამუშაოები განახორციელოს 2017 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. ფანჩატურებს ექნება ბეტონის საძირკველი, ხის ზედაპირის მაგიდა და სკამები.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ფანჩატურები უნდა მოეწყოს ქუთაისში 4 ბინის ეზოში:

1. ილია ჭავჭავაძის გამზირი N 1ბ პირველი სადარბაზო;
2. კონსტანტინე გამსახურდის ქუჩა N12;
3. დავით აღმაშენებლის გამზირი N 40;
4. სოლომონ მეორეს ქუჩის მეოთხე ჩიხი N6;

განმარტებით ბარათებში, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას, აღნიშნულია, რომ ბინების წარმომადგენელთა მიმართვის საფუძველზე, რომლებიც ითხოვდნენ ეზოებში საჩრდილობის (ფანჩატურის) მოწყობის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენას, მოხდა ზემოთ აღნიშნულ მისამართებზე ეზოების მდგომარეობის შესწავლა - შესაბამისი ფოტოფისკაციით და ჩატარდა აზომვითი სამუშაოები.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ფანჩატურების მოსაწყობად შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადათ განისაზღვრება 2 წელი, რომლის განმავლობაშიც „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.

ფანჩატურების მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 29 აგვისტოს დაიწყო და 1 სექტემბერს დასრულდა.

 

 

www.kutaisipost.ge

http://bulvar.ge http://bulvar.ge http://bulvar.ge

ყველა საავტორო უფლება დაცულია © 2017

წყაროს მითითების გარეშე, მასალას გამოყენება გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას