მთავარი facebook news გართობა ჭორ news ბლოგი ხელოვნება მოდა ეს საინტერესოა მსოფლიო
ექსკლუზივი სოციუმი კულინარია გადაცემები პოლიტიკის გარეშე პროექტები ჯანმრთელობა თავისუფალი გევრდი სპორტი

BULVAR.GE

11:08 09 September 2017 4747
ირაკლი ჩხირკვიას ემოციური წერილი ციხიდან

ბათუმში არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკია ციხიდან ემოციურ წერილს ავრცელებს. 

,,ზაფხული დასრულდა, ზაფხული მოვა , ისევ! უკვე 2017 წლის 31 აგვისტოს საღამოა და ჩემი პატიმრობაში ყოფნის 130-ე დღეც დაღამდა. ამ ჩანახატით დასრულდა ჩემს "ციხის დღიურში" ზაფხული .

30 წლის მანძილზე პირველად გაიარა ჩემმა ზაფხულმა უჩემოდ. პირველად მოხდა ისე რომ ზღვას არ შევხებივარ, არ მიჭყუმპალავია და სანაპიროზე ღამე არ გამითენებია, იმედი მაქვს ეს პირველი და უკანასკნელი ზაფხული იქნება , რომელიც უჩემოდ გაილია. თავისუფლებაზე ყოფნისას 130 დღე 130 წუთივით გადის, აქ კი 130 წელივითა.

უსამართლობის შედეგად კიდევ რამდენი დღე მომიწევს პატიმრობაში ყოფნა არ ვიცი. თუმცა ფაქტია, რომ ჯერ ისევ აქ ვარ და ამ ყოფნა არყოფნას ბოლო ჯერ არ უჩანს. ამ განვილმა ოთხ თვეზე მეტმა არა თუ დამასუსტა, არამედ გამაძლიერა და გადარჩენისთვის საბრძოლველად მოტივაცია გამიასკეცა. მსურს ყველას შემოგითვალოთ უღრმესი მადლობა ,-ყველას ვინც ამ 130 დგის განმავლობაში სხვა და სხვა ფორმით მედგა გვერდში, იხარჯებოდა ჩემთვის და იზიარებდა ჩემს მდგომარეობას. მე კარგად ვარ , თქვენ კი ნუ იღელვებთ , ყველაფერი შესანიშნავად იქნება !აუცილებლად!

2017 ახალი წლის ღამეს მთელი ღამე ვმუშაობდი. მოქეიფე და ხალისიანი მგზავრები გადამყავდა ერთი ადგილიდან მეორეზე. 2017 წლის პირველ წუთებს კი ნუცუბიძის პლატოზე ჩემი მანქანის საჭესთან შევეგებე მარტომ. მანქანაში ჯორჯ მაიკლის"Last cristmas"მქონდა ბოლო ხმაზე ჩართული და საახალწლო განწყობას ჩემებურად ვუბამდი მხარს. ჩემს მგზავრებს კამფეტებს ვჩუქნიდი, რომელიც წინასწარ მქონდა ნაყიდი ხსენებული მიზნით. ჩემისთანა ტაქსისტებს კი ხან ხმოვანი , ხანაც სინათლის სიგნალებით ვულოცავდი ახალი წლის დადგომას. ასე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში 2017 წელი. მიუხედავად იმისა , რომ მთელი ღამე ვტაქსაობდი და საერთო მხიარულებას მოკლებული ვიყავი , მაინც ბედნიერად და კმაკოფილად ვგრძნობდი თავს . ადრეული ასაკიდან პატიოსანი შრომით მოვიპოვე საარსებოდ აუცილებელ მატერიას და ეს მომწონს. რამდენიმე მგზავრისთვის უკან დამიბრუნებია ჩემს მანქანაში დარჩენილი ტელეფონები, პლანშეტი, ნოუთბუქი, საფულე, საბუთები, და სამი ათას დოლარამდე ფული.ზოგჯერ მეპატრონეს ორი -სამი დღეც ვეძებდი. ერთადერთი რაც ვერ დავაბრუნე იყო სათამაშო რბილი ბუ , რომლის პატრონსაც ვერ მივაკვლიე. ასეთია ჩემი სამყარო, ჩემი ცხოვრების წესი და პრინციპები . ეს ქოცნება მთავრობა კი დანაშაულის ჩადენას მტენის თან უსაფუძვლოდ . არა უშავს , დრო და სწორი ბრძოლა ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ამათ ხელში გამამართლებელი განაჩენის იმედი არ მაქვს, თუმცა ჩემს უდანაშაულობას როდესმე მაინც დავამტკიცებ აუცილებლად! წლევანდელი ზაფხული ჩემთვის 23 აპრილს საღამოს დამთავრდა,როცა ტაქსაობისას დამაკავეს. დღეს კი ზაფხულმა უკანასკნელად ამოისუნთქა.

2017 და ჩემი შემოდგომაც დაიწყო უჩემოდ . ჩემს თანამესაკნეს ხუმრობით ვუთხარი :" ხვალ პირველი სექტემბერია და სკოლაში მივდივართ" მეთქი, ეჰ! ნეტავი მართლა ასე იყოს... , როგორ მინდა გჯეროდეთ რომ მართლა უდანაშაულო ვარ, ნეტა იცოდეთ. ზაფხული დამთავრდა, მაგრამ ჩემი ზაფხული აუცილებლად მოვა ისევ!“-წერს ირაკლი ჩხვირკია.

http://bulvar.ge http://bulvar.ge http://bulvar.ge

ყველა საავტორო უფლება დაცულია © 2017

წყაროს მითითების გარეშე, მასალას გამოყენება გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას