მთავარი facebook news გართობა ჭორ news ბლოგი ხელოვნება მოდა ეს საინტერესოა მსოფლიო
ექსკლუზივი სოციუმი კულინარია გადაცემები პოლიტიკის გარეშე პროექტები ჯანმრთელობა თავისუფალი გევრდი სპორტი

BULVAR.GE

12:24 19 July 2017 7831
ხმელთაშუაზღვისპირული  სუპი რომელიც გახდომაში დაგეხმარებათ

ეს სუპი ხმელთაშუაზღვისპირელი დიასახლისების საყვარელი სადილია, რომელიც მარტივად მზადდება და ერთი კარგი თვისება აქვს თუ ერთი კვირის მანძილზე მხოლოდ ამ სუპს მიირთმევთ 4 კილოგრამს დაიკლებთ

მასალა;

1 მოზრდილი თეთრი ხახვი,

2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა

1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა

1 პატარა მწარე წიწაკა

200 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო

2 საშუალო ზომის სტაფილო

2 ცალი პომიდორი

თითო-თითო კონა ქინძი და ოხრახუში

ნახევარი კონა რეჰანი

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

საშუალოდ დაჭრილი ხახვი და ორივე სახის ბულგარული წიწაკა მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ზეთი და მოვშუშოთ.ხახვი არ უნდა გაწითლდეს.

 

დავამატოთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, ვშუშოთ 4-5 წუთი დავასხათ 4 ლიტრი ადუღებული წყალი,

წამოდუღებისთანავე ჩავყაროთ მსხვილად გახეხილი სტაფილო და დაცალკევებული ყვავილოვანი კომბოსტო.

 

როგორც კი ყვავილოვანი კომბოსტო მორბილდება დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, დაქუცმაცებული მწარე წიწაკა, მარილი და ცოტაოდენი დაფქული შავი პილპილი, სურვილის მიხედვით 2 კბილი ნიორი,

სუპის მომზადებას სულ რაღაც 20 წუთი სჭირდება, გემრიელია დაბალკალორიული და სასარგებლო,

გემრიელ ზაფხულს გaისურვებთ

 

 

http://bulvar.ge http://bulvar.ge http://bulvar.ge

ყველა საავტორო უფლება დაცულია © 2017

წყაროს მითითების გარეშე, მასალას გამოყენება გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას