მთავარი facebook news გართობა ჭორ news ბლოგი ხელოვნება მოდა ეს საინტერესოა მსოფლიო
ექსკლუზივი სოციუმი კულინარია გადაცემები პოლიტიკის გარეშე პროექტები ჯანმრთელობა თავისუფალი გევრდი სპორტი

BULVAR.GE

03:26 31 August 2017 15276

გიორგი მღებრიშვილი 22 წლის არის. პროფესიით იურისტია. ძალიან უყვარს სპორტი, წიგნების კითხვა, სიმღერა და ხელოვნება..თავისუფალ დროს კი მღერის. მისი ბოლოდროინდელი ჰობიც სიმღერასთან არის კავშირში. მის ვიდეოებს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა და გამოხმაურება აქვს.

-გამარჯობა გიორგი, Bulvar.ge-ს მკითხველი უკვე გიცნობთ სხვა კუთხით. დღეს ვისაუბროთ თქვენი ვოკალური მონაცემების შესახებ, როდის დაიწყეთ სიმღერა? აპირებთ თუ არა ამ მხრივ პროფესიულად განვითარებას?

-გამარჯობა, მადლობას მოგახსენებთ ჩემით დაინტერესებისათვის. რაც შეეხება ჩემს ვოკალურ მონაცემებს, ბავშობიდანვე მიყვარდა სიმღერა, მაგრამ ხშირად არ ვმღეროდი, ჩემი მშობლებიც მღერიან შეძლებისდაგვარად. მეც სკოლაში კონცერტებში ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ იშვიათად, მინდა რომ ამ პროფესიით უფრო მეტად განვვითარდე, რადგან ეს ის საქმეა რომლის კეთებაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

-მიგიღიათ თუ არა რომელიმე პროექტში მონაწილეობა, ან ხომ არ აპირებთ ახლო მომავალში?

-ჯერ არ მიმიღია მონაწილეობა პროექტებში, თუმცა სურვილი ნამდვილად მაქვს და ახლო მომავალში ვაპირებ კიდევაც.

-ბოლო დროს სოციალურ ქსელში გამოჩნდა თქვენი ვიდეოები, რომელსაც არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, საიდან წამოვიდა იდეა გადაგეღოთ მსგავსი ვიდეოები?

-მეგობრებიც ხშირად მეუბნებიან, რომ ვარ პოზიტიური ადამიანი, აქედან გამომდინარე ერთ დღეს მომინდა, რომ ხალხიც გამემხიარულებინა და რაღაც პოზიტიური ვიდეო გამეგზავნა მათთვის, რადგან ქუჩაში რომ დადიხართ ნახავთ, რომ უმრავლესობა "დაღვრემილი" დადის, სიცილი აკლია ქვეყანას, თანაც ამ ვიდეოებით შევძლებდი საკუთარი ვოკალური მონაცემებიც წარმომეჩინა.

-ელოდით თუ არა ხალხის დადებით რეაქციას?

-დარწმუნებული ვიყავითქო რომ ვთქვა მოვიტყუები, მაგრამ იმედი მქონდა, იყო რამდენიმე უკმეხი კომენტარიც, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე, სამაგიეროდ ძალიან ბევრი დადებითი ენერგია მივიღე ხალხისაგან და მადლობა მათ ამისათვის. ვაპირებ ისევ განვაგრძო მსგავსი პოზიტიური ვიდეოებოს დადება.

-რა ხდება გიორგის პირად ცხოვრებაში?

-ამ ეტაპზე სრულიად თავისუფალი ვარ და პირად ცხოვრებაშიც ველი ახალ გამოწვევებს...

 

http://bulvar.ge http://bulvar.ge http://bulvar.ge

ყველა საავტორო უფლება დაცულია © 2017

წყაროს მითითების გარეშე, მასალას გამოყენება გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას